დათქმული სიზმარი!
ფიქრები იძენდა სევდიან სახეს სადღაც შორიდან მეძებდა ქალი, თითქოს მოვიდა ჩემამდე სიო, მიჰქონდა ჩემი სულის საგზალი. "ითბობდა სულში ნაფერებ ხელებს" ის დაიკარგა ღამის წყვდიადში, გამომეღვიძა უმალვე ისევ, ჩამოიშალა გულში მყინვარი. მინდა მჯეროდეს არსება მისი, თუმცა უმალვე გაქრა სიზმარი! ცხადად გონებამ შეინარჩუნა ის წაბლისფერი თმების შრიალი. თითქოს მიყვარდა მეძებდა ისევ, შინაგან სფეროს მითბობდა ალი სისხლში დუღილი მახრჩობდა ისევ, მის გულში ვპოვე წმინდა ტაძარი. წლები გავიდა, დროის თანხლებით ის აღარ ჩანდა გაქრა სულიდან, და ფრთებ მოსილი ანგელოზივით ღვთის საუფლოსკენ სწრაფვით მილტვიდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი