უშენოდ ახლა არც მეცხოვრება-ავტორი გიორგი მაისურაძე
თან ვითომ ვარ და ვითომ თან არ ვარ, გულს დამმჩნევია ძველი სევდები, რომ დატივტივებს და თანაც ზოგჯერ, უდროო დროს რომ გამახსენდები მე მოვიგონებ იმ ძველ ტაეპებს, შენთის რომ ვწერდი გამალებული, და შემესევა გულს ის ტკივილი, ძველდამჩნეული,წყალწაღებული, ტაეპებს თითქოს გასვლიათ ფერი, განაცისფერდა თითქოს ცხოვრება, უშენოდ ახლა აღარვის ველი უშენოდ,ახლა არც მეცხოვრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი