“მსხვერპლი”
ვის უნახავს ლამაზმანი მსხვეპლის მიღმა? შემოდგომაც ამის დიდი არის ფონი, ახლაც, ნახეთ, ხეებს არხევს, ფოდლებს მისდგა. ისე ხოცავს, ბელადია მონაგონი. ეგებება ლამაზ ზამთარს შიშველი ხე, მზეთუნახავს არ სჭირდება ბევრი ხვეწნა, უპატრონოდ დარჩენილ ქალს შემოხვევს ხელს, თერთი კაბა უმალ, უმალ შეუკემსა. მსხვერპლი უყვარს გაზაფხულსაც-გამწვანებულს, თოვლის ნაშთებს გადააქცევს ჟანგ-ნავთობად, ეგებება ფოთოლს ახალ დაბადებულს, და შეაბამს შიშველ ხეებს გასათბობად
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი