ლომისა


ლომისა 
  
 კაენ, არ გინდა, პირფერო,
პირჯვარსაც იწერ რა ხელით?!
ასეთი ბოღმა იხელო,
არა ვარ ჯერაც მნახველი.

რით ვერ გაძეხი, უფროსო,
შემოუფრთხილდი რაინდებს,
გაროზგილსა და უროზგოს 
პლანეტა პირში ჩაიდებს.

ამდენი სისხლი არ ეყოთ,
ჩვენი ფიცრებით თბებიან,
ლურსმანს რომ ბეწვი აედო,
დეიდა ნინოს თმებია.

ჯვარსაც ხო ლოცავ ჭიქაში?!
რაი ზიზღი გაქვს “ლომისა”?!
შენს გულში ყველა ჭიკარტი,
რითაც დამუნჯე ლომისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი