*** აღარ მინდა მახარებდეს
აღარ მინდა მახარებდეს ისევ მისი დანახვა, პოეზიის ჩარჩოებში მინდა მოვკვდე უბრალოდ, სანამ ისევ, შემოდგომის ფანატს თოვლში დამმარხავ, კიდევ ერთხელ, უგუნური შემიწყალე უფალო. აღარც თოვლის გალავანი მოხდენია ჩემ ეზოს, ბავშვობისას თურმე უფრო საამური ყოფილა, ნეტა ისევ, გუნდაობა და სრიალი შემეძლოს, ახლა მხოლოდ ერთზე ვფიქრობ, ფოთლებს ვტირი, რომ თბილად ვზივარ. ისევ ღუმელს ვუმზერ ტირანული სურვილით ატკაცუნებს ჯვარცმულ ხეებს, ფოთლებისგან დანაშორს, “შეპყრობილით” შეპყრობილი ამდღეიდან სულივით ვივლი, ალბათ ცივი თოვლიც მისებურ როლს თამაშობს. აღარ მინდა მახარებდეს ისევ მისი დანახვა, ისევ თოვლზე ცივია და თოვლიც ალბათ მისსავით, ბედნიერი უნდა იყო, ალბათ ქყვეყნად სანამ ხარ, მე ვერ გავხდი კეთილი და ამინდების მოსავი. 24.12.2023 გიორგი მირაზანაშვილი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი