გორი


შემომხვიე ხელი წმინდა წყალო,
ბამბუკები მისაჩუქრე ჭალავ,
ვინც რა უნდა, რავი, დამაბრალონ,
ჩემ გორიდან მე არსად არ წავალ.
ჩავუყვები ხიდს ფერებით კიდის,
გადავხედავ შებერებულ ლიახვს,
თერგზე მაგრად მიანგრევს და მიდის,
გორელების სიზმარებიც მიაქვს.
ჭავჭავაძის ჩავუყვები ქუჩას,
ჭავჭავაძის ქომაგი და მბაძი,
გვიდგას ძეგლი, მაგრამ ერქვას უნდა
საქართველოს ნამუსი და განძი.
სხვისი რა ვთქვა?! ჩემი გორი მიყვარს,
ყველა ციხით, კორპუსით და მარნით,
მიყვარს მისი მზის ამოსვლა დილას,
მიყვარს, როცა მთვარნახული ჩადის.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი