მეტამორფოზი პოეტურად
იყო ჟამი, ახლგაზრდა და მიმზიდველი გახლდათ: გართობის, გიტარის, სმის, მოწევის, დიაცთა მოყვარული და მეოცნებე, პოეტი-რომანტიკოსი, სულით მეამბოხე. გამოხდა ხანი. პოეტი დაღვინდა, პოეტი იმ ერთადერთს შეხვდა, პოეტმა იქორწინა, პოეტი გამრავლდა, პოეტს ღიპი მოეკიდა, პოეტი შემელოტდა, პოეტი შეჭაღარავდა, პოეტი ძველებურად აღარ იცვამს, პოეტი ახლა ბევრს კითხულობს და კითხვის დროს სათვალეს იკეთებს, პოეტი ოჯახთან ერთად ხშირად დადის დასასვენებლად. ამ წუთას იგი ჟურნალისტის წინ, ხელნაკეთ ხის სკამზე ზის, სერიოზული სახით, მეტად ინტელექტუალური მზერა-გამომეტყველებით (აქ ჩემს ქართულის მასწავლებელს მაგონებს), და დინჯად მოგვითხრობს: რუსთველზე, ბაირონზე, პასტერნაკსა თუ ბარათაშვილზე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი