რა არის ცხოვრება? - მკითხა გამვლელმა.


- რა არის ცხოვრება? - მკითხა გუშინ გამვლელმა. 
ჰმ... მართლაც და რა არის ცხოვრება? 

აგორებული ქვა? 
დაბადება და ზრდა? 
გრძნობა-გონების ბმა?
(თუ)
მარკეტინგული სვლა? 
ან ოცნებების ზღვა, 
მიუწვდომელი მთა, 
განსხვავებულით სმა, 
და გულწასული ძმა. 
ქალის სათუთი ხმა,
დალალები და თმა,
მკერდზე ნაცნობი ბრა,
სიყვარულია აქ!
მერე ჭამა და სმა, 
ქორწილის დღეა, მაშ! 
გამოიღვიძებ ხვალ,
შვილი: სადა ხარ, მაა. 
სულში ცოდვილი გზა,
კვირას სანთელის წვა, 
გასაყიდია ბზა, 
აქვე - აიაზმაც. 
ვერ შეაჩერებ ჟამს,
ვეღარ დაითვლი წამს, 
დგება სიბერე და 
დგება სისუსტე და
დგება სიშტერე და
ფეხში სიცივე და
ყურში შუილი და
ტრაკში კუილი და
აღარც სინათლე ჩანს.   
მოკლედ რომ გითხრათ მთლად,
გული დაგწყვიტოთ თან:
ცხოვრება ეს გახლავთ
სულ შიმშილი და ტ****

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი