გრავიტაციული მუდმივა


დღესაც სითბო და მზეა,
ქუჩებში შემოდგომა ზის -  ჰაერში სიცოცხლეა.
არაფერი მაქვს ბუნების საწინააღმდეგო.
მაგრამ...
შენც ხომ იცი, რომ თუ გინდა გადარჩე,
უნდა მოკვდე და გათავდე!
(რასაც ახლა ხეები აკეთებენ).
ჰოდა ერთად გადავრჩეთ, მოდი,
ჰოდა ერთხმად დავიხოცოთ, მოდი.
შევერწყათ,
შევდუღაბდეთ,
შევსისხლხორცდეთ,
ავხარისხდეთ გრავიტაციულ მუდმივაში და ვიქცეთ რიცხვებად, 
უსასრულო რიცხვებად.

ოქტომბრის 16, 2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი