წითელი ლექსი
საშინელი სიზმარი გამოდგა: 1936-ში, საღამოს, სახლში, ბერია დამადგა. დაგვიწერეო, როგორც პოეტმა, წითელი ლექსი. წამით თვალწინ განათდა ძველების ბედი, ნაცემი ძვლები, ტანჯვა-ვაება, ცოლის ცრემლები. ჰმ! რა თქმა უნდა, მა რას ვიზამ, ლავრენტი-მეთქი. იმ ღამეს მემართება: ინსომნია ტაქიკარდია, არითმია, ნეიროცირკულარული დისტონია, ყველაფერი. ლექსი უნდა იყოს წითელი! (Говорят, народ требует). მაგრამ მუზა გაჯიუტდა, ჰორიზონტზე არ ჩანან რითმები, და ვერაფერს ვწერ: ვერ ვწერ სოციალიზმზე, ვერც მარქსზე, ვერც ლენინზე, ვერც სოსოზე, ვერ ვწერ წყეულ კომუნიზმზე. ასე გარბიან დღეები, კვირეები. ის მხვდება. "ჯიმა, რავაა საქმეები?" ენა დამება: "ცუდად, ბატონო, ცუდად-მეთქი”. სათვალეს ისწორებს და... შუბლზე გამოსახულ ფატალურ განაჩენს თვალნათლივ ვხედავ. "ცუდად? ნეტა ვისთვის?" და რაღაც მანქანებით, არ ვიცი როგორ, ღონეს ვიკრებ და ვფეთქდები: "ერთი თქვენი ყველას ჩათლახი დედები... ალალად-მეთქი!”. ………. უკვე 37 წელია, შობის ღამე. ყინავს, თოვს მშრალად. სადმე სახას რესპუბლიკის, რომელიმე მიგდებულ დასახლებაში, კედელთან ვდგავარ. თბილად მაცვია. გასროლა... კეფა მეტალს ეგებება... გაელვება... ყურში ზუზუნი... სივრცე იწელება... დრო იწელება... მიწა რბილდება... დღევანდელ დღეს, დიდი ხნის წინ დაიბადა მხსნელი, დღეს კიდე მე - ვაი-პოეტი ვკვდები. (მიზეზი - წითელი ლექსი). Врач фиксирует наступление биологической смерти.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი