ჰუმანური ახალი სამყარო
ინტერვიუს აძლევს შოლცი, თვალებს ნაბავს ბაიდენი, ისევ ლაქლაქებს მაკრონი, აქვეა ურსულა დერ ლაიენიც. იღიმის ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი, გასუქებულა კიმ ჩენ ინი, გვარიგებს ბატონი გებრეიუსი, სამიტზეა სი ძიპინი. აღარაა ჯუღაშვილი, არც კასტრო, არც ჩაუშესკუ, აღარც კადაფი. ლეგენდა ლი კუან იუს, პაკისტანს ბენაზირ ბჰუტო, დილემის წინ ნეთანიაჰუ, მშვიდადაა ჯასტინ ტრუდო. ტახტზე ზის მეფე ჩარლზი, ცუდი ნამყო დროს ბარდება, გადადგა რახანია გურბანგული, ბორის ჯონსონი ბრუნდება? მშვენიერია სანა მარინი ირანს ლოცულობს ხამეინი, შუამავალია ერდოღანი, ალიევს გმირის წოდება. რომის პაპი: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ამ სამყაროსგან შორს, უცნობი ქალაქის ნანგრევებში, შველას ითხოვენ დახოცილ ბავშვების ჯერ კიდევ ცოცხალი დედები. 18 ოქტომბერი, 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი