სიკვდილის მეორე დღე
დილაა - მჩატე და უჩვეულო: მომსვლელ-წამსვლელით, შეშფოთებული, ელდანაცემი, თვალცრემლიანი სახეებით, დაბნეული მეზობლის ბავშვებით. არაფრით გამოირჩევა ბუნება: არც თოვს, არც ცივა, არც წვიმს, არც ცხელა. უცხო მიწიდან ძმა დაბრუნდება, მე კი საჩემო სიკვდილს ვეჩვევი, ამპარტავანი და უდარდელი, ახლგაზრდა და მკვდარი ვწევარ. კიბეზე ახლა ფეხის ხმა ისმის, კიბეზე ამ წამს ნათია შედგა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი