ალერსი


შემოდგომაა.
მქრქალმა ნათებამ
ნაზი დაისი
გაამაისა.
ერთი მეორის
სხეულს გაათბობს
მერე გაართობს 
და შეუჩნდება.
სულის ფანცქალით
ხელის კანკალით
სუნთქვის სიხშირით
სუნთქვის სიმძაფრით
წამით მოღლილი
ბამბისფერ მკერდზე
გაირინდება.
შეშლილ თვალების
წამწამ-წარბიდან
მზერა ჯიუტი
ჩაიკირება -
კანების ზღვაში
თითების ხაზში
შავ თმების ტბაში
თეძოსვეტებში
კისერი შეშდება.
გრძნობა-გონება
ფიქრს გააჩერებს
ლაბირინთებში
დღე ღამეს ნებდება.
დაბინდულ ოთახში
დაბანგულ ჰაერში
სიტყვების ნაცვლად
ფიცების ნაცვლად
სიცრუის ნაცვლად
ალერსი ისმის
ალერსი გრძელდება
ბნელა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი