ავსტრიული
სადღაც ქუჩების კვეთაში, ვიღაცის სახელობის შთრასეზე, კვლავ მოუთმენლად ელი შუქნიშნის მწვანეს. უცებ შენ თვალწინ ირევიან ბავშვობის კადრები, შავ ზღვაში გასრიალდნენ ნაცრისფერი დელფინები. და ახლა უკვე ოცნებობ, რომ წითელი გაშეშდეს, დროს შეყვარებულივით ემუდარები, გაჩერდეს. გრძნობ, როგორ გენატრება დაშვებული შეცდომები, მშობლების ყოველი სასჯელი, ხვეწნა, შენდობები. თვალის დახუჭვა გინდა, თუმცა ხალხია და გიჭირს, სიყრმის მეგობარი უკვე ეზოშია, ის გიცდის... ამასობაში, ცის კიდეზე, ჰორიზონტთან ახლოს, მფრინავი ციგით ეჯახები არსებობის ჩანჩქერს. დგაფ! ფხიზლდები, ნათდება, გესმის, კვლავ შუქნიშანი, ქუჩა, ხალხი და მწვანე. იარე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი