* * * წუხელ საწოლში იპოვეს მკვდარი


წუხელ საწოლში იპოვეს მკვდარი, 
ქალმა, რომელიც კედელთან შედგა, 
ვერ დაიჯერა საყვარლის გვამი 
და დაბნეული ოთახის მზერა. 

კაცის სიცოცხლით დაღლილი სული   
სანთელით ხელში სკამზე ჩამოჯდა, 
ღამეს შეეხო მეგობრის ცრემლი, 
დღისით კი კუბოს აიღეს ზომა. 

ღმერთი მზადაა შეუნდოს ახლაც 
მღვდელის ბჟუტურით გადაღლილ მნათეს, 
ყმაწვილს, რომელსაც წამოელანდა 
უცნობი მშობლის ნაცნობი სახე. 

გუშინ საწოლში იპოვეს მკვდარი, 
გულით, რომელიც ოდესღაც ძგერდა, 
გარეთ ბავშვივით დარბოდა ქარი 
და ქარს ნუგეშად ხეები შერჩა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი