სევდა


დღეს, ნამაისარს, მე ისევ გაზაფხულს და წარსულს ვეტრფი,   
ვიხსენებ სურნელს შენი მკერდის აპრილთან ნაალერსალს,   
თბილი საღამო ფოთლებთან კეკლუცობს ჩიტებით ხელში,  
მიკარგულ დღეებს სულს ვუბერავ, როგორც ჩამქრალ ნაღვერდალს.   

ოთახის კედლებს, ყვავილებს აშფოთებს ტირილი ბავშვის,  
დაღლილი ცოლის ხორბლისფერ სხეულზე ისვენებს სევდა,  
გონების მიღმა სივრცეებს ალაგებს მომავლის სახლი 
და საათის ისრებს საშველად უხმობს ყინული მზერა... 

ივნისი, 2021. ბათუმი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი