წერილი
დიდი ხნის შემდეგ, როგორც იქნა მოგწერა, - გოგომ, რომელზეც გიჟდები. და თუმცა შენზე ბევრად უმცროსია (თან არასრულწოვანიც), შენ უცდი და გეგმავ, როდის გაიფრენენ წლები, ის გაიზრდება და ცოლად შეირთავ. გიხარია ბავშვივით. მაგრამ ახლა არ იცი რა უპასუხო წერილს: “რას შვები, როგორ ხარ?” მსუბუქად ღელავ. ანგარიშობ. მთვლემარეს უცებ გეღიმება და თავს იდიოტივით იმშვიდებ: - არც ისე ბებერი ხარ, ბიჭო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი