დევნა-შევიწროება (სახუმარო)


- ...იცით, მგონი, შემიყვარდით.
- გიჟი ხართ, ბატონო.
- ჩვენს შვილებს ერქმევა:  
მარგარეტ,  
ოფელია 
და პაოლო. 
- შემეშვით, ნუ მდევთ!  
- პოეზია თუ გიყვართ, მადამ? 
- რა პოეზია, გაიწიეთ! ვერ არი ეს უპატრონო... 
"ღმერთო, ეს რა ვნახე, 
რა შემზარავი სილამაზე,  
ცქერით გული მიწუხდება, 
ნუთუ ეს ტან-ფეხი, 
ეს პირ-სახე?!"  
- მაპატიეთ, რომ გადაგეკიდეთ,  
ვცადე, მაგრამ ვერ გეშვებით.  
მოვკვდები თქვენს უნახავად, 
ო, მადამ, ჩემი გესმით?!  
- თქვენი სახელი მითხარით.
- გოჩა.  
- ბატონო გოჩა, ყელში ამოხვედით უკვე, 
ამიტომ პოლიციაში ვრეკავ,  
გიჩივლებთ სექსუალური შევიწროებისთვის,  
მორჩა! 
- ბავშვების სახელები არ დაგავიწყდეთ: 
პაოლო,  
მარგარეტ,  
და ოფელია. 
- ალო, პოლიციაა? 
ვიღაც შეშლილი დამდევს... 
რაღაცეებს ბოდავს...  
ჩემგან შვილები უნდა... 
- მადამ, იქნებ არ ღირს?! 
- მთვრალია, ან კაიფში... 
გელოდებით... დიახ...  დიახ...
- ცოტაც მოიცადეთ, ძვირფასო გოჩა, 
და გაჩვენებთ მე თქვენ პოეზიას! 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი