თოლია


რეინკარნაციის შემდეგ ჩემი თახსირი სული 
თუ ჩასახლდება მასში, მე თანახმა ვარ.
და თოლიად მოვალ!
და თევზებზე მონადირე, 
და ადამიანებზე მონადირე,
და თოვლივით თეთრი,
ყველაზე უშიშარი, 
ყველაზე თავხედი,
ხშირად მშიერიც,
ვიფრენ ზვირთებზე, 
პლაჟზე, 
ზეცაში,
ქარში თუ დარში, 
ქარივით ლაღი,
ვიფრენ დღედაღამ, 
მე, - თოლია მაშინ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი