თოვლი


(ვიღაც კატოს დღიურიდან)
ორი დღის წინ მოთოვა. კარგადაც დადო.
მეც პატარა ბავშვივით ავღელდი, ავცანცარდი. ჰოდა გუშინ დაქალებს დავურეკე და გარეთ გამოვრეკე. და წავიდა გუნდაობა: გიჟივით დავშლიგინებდით უბანში, ვაქცევდით ერთმანეთს, ვდგებობით, ისევ გავრბოდით, ვჭამდით თოვლს, ვხარხარებდით.
ღმერთმანი, რა მაგრად გავერთეთ!
საღამოს სახლში ასულმა გაზის გამათბობლის სითბო და დაღლილობა ერთბაშად ვიგრძენი. ჩაი გავიკეთე - დავისხი, დავჯექი და ცას გავხედე.
თოვდა.
ალბათ ბუნებაში არაფერია საცქერად ისეთი ლამაზი და ამასთან ბავშვობის მოგონებების გასაცოცხლებლად ისე საჭირო, როგორც თოვა. ფანჯარაში - დღისით ხეების და ღამე ლამპიონების ფონზე - სქელი ფანტელებით, შორს რომ თოვს.
ასე ვიჯექი ალბათ ერთი საათით. მერე "ჩემი ცოლის დაქალები" დაიწყო და ვუყურე.
ამგვარად მიიწურა კიდევ ერთი მშვენიერი ზამთრის დღე. შუაღამე გადასული იყო საძინებლისკენ რომ წავლასლასდი. ლოგინში თვალდაჭყეტილი ქმარი დამხვდა. კარი შევაღე თუ არა, ტელეფონი სკამზე გადადო და ბლანჟედან გამიღიმა. მიუხედავად დაღლილობისა, უარი ვერ ვუთხარი - მინეტი გავუკეთე. მერე სულ მთლად ძალგამოცლილს ჰიპნოსიც მალევე მომერია.
სიზმარში თოვლი ვნახე, თეთრ ზეწარში შეხვეული მშობლიური სოფელი: მთელი ბავშვობა აყვავდა, ფრთები შეისხა, შეფრთხიალდა, გაცოცხლდა. სოფელში ბარდნიდა, გარეთ არავინ და არაფერი ჩანდა. სახლშიც არავინ იყო: არც ბაბუა, არც ბებია, არც შინაბერა მამიდაჩემი.
მხოლოდ ბუხარი გიზგიზებდა.
ციდან კი ფანტელები უხვად ეყრებოდა დედამიწას - უჩვეულოდ მსხვილი და სპერმისფერი ფანტელები.
ყველგან თოვდა, ჩემს ლამაზ სიზმარშიც.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი