ლურჯი ფანქარი


წუხილი დააქვს ყველას თავისი,
ბევრი მზერითაც ამომიცვნია…
სამი წლის უკან შეკრთა გონება
და ტყუილ ვიცი არ განმიცდია!

და იყო ასე ჩემი ამბავი
დამეყო წლები ვით დერეფანი…
ამეწყო ცხადად ჩემი ოცნება,
მქონოდა მხოლოდ ერთი ფანქარი,

მაგრამ მე წლებმა არ მომცეს ნება.
ახლა ოცნება უკვე გამხმარი,
მინდოდა ერთი მქონოდა მარად,
ლურჯი ფანქარი.. ლურჯი ფანქარი..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი