რჩევა ცოლიან მმკაცებს
3 მიზეზი რატომ არ უნდა გეზიზღებოდეს ცოლი: 1. შურისძიების მიზნით შეიძლება ისეთი რქები დაგადგას,"დრუჟბით" რომ ვერ მოჭრი; 2. შეიძლება მთელ ქვეყანას გააგებინოს ის მავნე, აუტანელი ჩვევები, რომელთა შესახებაც მხოლოდ მან იცის და თავი მოგჭრას მთელ დუნიაზე; 3. თავისუფლად შეუძლია ყურში მარილი ჩაგაყაროს, ან საჭმელში საწამლავი გაგირიოს, ან აივნიდან გადაგიძახოს, როცა სიგარეტს აბოლებ. მოკლედ, მიგასიკვდილოს, როცა უნდა. ახლა კი სერიოზულად, 3 მიზეზი,რატომ უნდა გიყვარდეს ცოლი მრავალი წლის შემდეგ: 1. ეს ისევ ის ქალია,რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე გიყვარდა, რომლისთვისაც მრავალი ღამე თეთრად გაგითენებია და რომელზედაც დაქორწინებამდე ბევრჯერ გიოცნებია; და თუ მისი ფიზიკური მონაცემები აღარ მოგწონს, სარკეში დაკვირვებით ჩაიხედე და უამრავ სიმახინჯეს აღმოაჩენ; 2. ეს ისევ ის ქალია, რომელმაც შვილები მოგივლინა ამ ქვეყანაზე და რომელმაც ყველაზე ბედნიერი წუთები გაჩუქა შენს ცხოვრებაში; და მე-3 და ყველაზე მთავარი: ეს ისევ ის ქალია, რომელმაც დედამიწაზე არსებულ ყველა მამაკაცზე მაღლა დაგაყენა და რთული ცხოვრების თანამგზავრად აგირჩია. რომელმაც თავისი სულის და სხეულის თანატოლ ნაწილად გაგიხადა და ადამიანისთვის 3 ყველაზე ძვირფასი რამ შემოგწირა : უბიწოება, თავისუფლება და სიყვარული ...და ბოლოს - ის შენი ნახევარია, შენი მე, შენი სხეულის ნაწილი და შენი თავი თუ არ გიყვარს, სხვას როგორ შეიყვარებ? არც ის დაგავიწყდეს, რომ უფალთან სიყვარული მიგიყვანს და არა სიძულვილი. თუ ისევ დაქორწინებული ხარ და ეს რჩევები უსარგებლოა, მაშინ სხვისი ბედი მიგიტაცებია, მრავალი სხვა გაგიუბედურებია, ღვთის მიერ დადგენილი სიყვარულის კანონი დაგირღვევია და ის დროა, ტყვია იხალო შუბლში. თეორემა "ვისაც ცოლი არ უყვარს, ტყვია უნდა იკრას შუბლში" დამტკიცებულია!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი