ადამიანი


სანამ ცოცხალი ხარ, ადამიანი უნდა იყო, უნდა გერქვას ადამიანი. მარტო სუნთქვა, სიარული და ლაპარაკი არ არის ადამიანობა.

თუ სხისი ტკივილი არ გტკივა, არ ხარ ადამიანი;
თუ სხვისი ცრემლი არ გისველებს გულს, არ ხარ ადამიანი;
თუ სხვისი დაღვრილი სისხლი არ გიწვას ძარღვებს, არ ხარ ადამიანი;
თუ სხვას ჩაგრავენს და ხმას არ იღებ, არ ხარ ადამიანი;
თუ სხვას კლავენ და ხმას არ იღებ, არ ხარ ადამიანი;
თუ სხვას უსამართლოდ ექცევიან და ხმას არ იღებ, არ ხარ ადამიანი.

ხელს რომ მოგაჭრიან, მეორე ხელს სტკივა, თავს სტკივა, გულს, სხეულის ყველა ნაწილს სტკივა. ასე ადამიანიც, ასე უნდა იყოს. უფალმა ერთი სხეულის ნაწილებად გაგვაჩინა ამ ქვეყანაზე. სხეული თავად უფალია, ნაწილები კი ჩვენ ვართ ყველანი – მისი ტკივილი ვართ, მისი სიხარული, მისი ფიქრი და დარდი.
ვართ კი ღირსები ვიწოდებოდეთ მის შვილებად? ვართ კი საერთოდ ადამიანები?

ბევრჯერ მიგრძვნია, რომ არ ვარ ადამიანი. რატომ? იმიტომ,რომ:
არ ვდარდობ სხვის გასაჭირს ისე, როგორც ჩემსას ვიდარდებდი;
არ მტკივა სხვისი ჭრილობა ისე, როგორც ჩემი მეტკინებოდა;
არ ვტირი სხვის შვილს ისე, როგორც ჩემსას ვიტირებდი;
არ მეცოდება სხვისი დედა ისე, როგორც ჩემი შემეცოდებოდა;
არ ვიცავ სხვის ოჯახს ისე, როგორც ჩემსას დავიცავდი;
არ ვპატრონობ სხვის უპატრონოს ისე, როგორც ჩემსას ვუპატრონებდი.
არ ვმკურნალობ სხვის სნეულს ისე, როგორ ჩემსას ვუმკურნალებდი...

ეეჰ, რომელი ერთი ჩამოვთვალო, რომელი ერთი ვთქვა?

აი, ეს მაწუხებს ყველაზე მეტად. რისთვის ვცოცხლობ საერთოდ, თუ ადამიანიც კი არ ვარ?

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი