ღმერთი და მერე დედა


ღმერთს ვუყვარვართ ყველაზე მეტად...და მერე დედას;

ღმერთი გვპატიობს ყველაზე მეტს...და მერე დედა;

ღვთის უმადურები ვართ ყველაზე მეტად...და მერე დედის;

ღმერთს ვტკენთ გულს ყველაზე მეტად...და მერე დედას;

ღმერთი არ გვახსოვს ყველაზე ხშირად...და მერე დედა;


ღმერთია ყველაზე მთავარი ქვეყანაზე...და მერე დედა;

ღმერთია ყველაზე ძვირფასი არსება...და მერე დედა;

ღმერთია ყველაზე დიდი საოცრება...და მერე დედა;

ღმერთია ერთადერთი სამყაროში...და მერე დედა;

ღმერთი გვიყვარდეს ყველაზე მეტად...და მერე დედა!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი