ნუ შეაწუხებთ
ნუ შეაწუხებთ აღზევებულ ნაცნობ-მეგობარს. ნუთუ გგონიათ, ეამება თქვენი დანახვა? ...და დარწმუნდებით, სანანებლად ისიც ეყოფა, თუკი ოდესმე მეგობრობა შემოგთავაზათ; მერე რა მოხდა, თუკი ოდესმე ერთად გეძინათ, ერთი გობიდან თუ გაგიყვიათ ლუკმა და პური; მისი ტკივილი თუკი ოდესმე ძლიერ გეწყინათ, თუკი გეგონათ, რომ ძმობა იყო მარადიული; ეჰ, მეგობარო, ამაოა ახლა ყოველი, ადამიანებს ერთგულება არა სჩვევიათ; გაბღენძილისგან დახმარებას, სჯობს, ნუ მოელი, ისევ უქონელს მიაკითხო, ის გირჩევნია; არ გაიხსენო ის წარსული – ტკბილი, ნათელი, პატივმოყვარე და ბავშვური მამაკაცობა; სჯობს, დაივიწყო სამუდამოდ მისი სახელი და არასოდეს გაიხსენო მისი კაცობა; ღმერთს შეევედრე, უერთგულე ყველაზე მეტად, არ გიღალატებს არასოდეს სული ციური; გაჭირვებულის მეგობარი ვინ არის ნეტავ, თუ არა ღმერთი – ერთადერთი, მარადიული?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)