გიორგი ფაჩუაშვილი - ფოტო

გიორგი ფაჩუაშვილი

ჯერ უფალი, დანარჩენი მერე !!!

0 11

მზეო


მზეო მზისდარო, უდიადესო ქმნილებავ ღვთისა,
პირმოცინარო და სულნათელო ჩემო ფერიავ;
უბრწყინვალესი დედოფალი ხარ ცისფერი ცისა,
შენზე ლამაზი, ვიცი, ამქვეყნად არაფერია;

ნეტავ შემეძლოს შენი სხივების ხელში აღება,
შემოვქარგავდი მე მთელ სამყაროს ოქროს ხიდებად;
გამოვძერწავდი შენს ათინათებს ტურფა თაღებად,
რომ არასოდეს არ გაფერმკრთალდეს შენი დიდება;

ნეტავ შემეძლოს, ოჰ როგორ მინდა, შემეძლოს ნეტავ,
შენი ღიმილი რომ გადავკინძო ქარვის მძივებად;
ჩაგეხვეოდი ვით თოთო ბავშვი საყვარელ დედას,
და არასოდეს არ გაგიშვებდი დასაძინებლად;

ოჰ, როგორ მინდა, შენი კისკისი მართობდეს მუდამ,
რომ არასოდეს არ გავიკარო გულში ნაღველი;
შენი ალერსის ღირსი შევიქნა, ერთი დღით თუნდაც,
...და მთელ სამყაროს გავუნაწილო  შენი ნათელი; 

ნეტავ იცოდე, როგორ ვოცნებობ, მომცე უფლება,
თვალდაუხრელად რომ გაგისწორო ოდესმე მზერა,
ჩავიხუტებდი ადამიანებს (ყველას უკლებად)
...და გავათბობდი შენი სხივების დარად და ფერად.
კომენტარები (0)