ყველაზე წმინდა


რა არის ქვეყნად ყველაზე წმინდა,
ნუთუ ანკარა ნაკადულია?
არ დაიჯეროთ, ვიყვირო მინდა,
ყველაზე წმინდა დედის გულია;

იქნებ ვარდია შეუდარები?
იქნებ ყვავილთა თაიგულია?
არ დაიჯეროთ, გემუდარებით,
ყველაზე წმინდა დედის გულია;

ვის არ უნახავს წვიმის თარეში,
თოვლის ფიფქების ფარფატი ციდან,
მაგრამ, ჩახედეთ დედას თვალებში,
დედის ცრემლია ყველაზე წმინდა;

რაზე ოცნებობს თავდავიწყებით?
ნუთუ არასდროს არ გიფიქრიათ?
დედას წამითაც არ ვავიწყდებით,
ყველაზე წმინდა დედის ფიქრია;

სანამ სიცოცხლით არ დავიღლები,
ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირო მინდა:
დედის თვალები, დედის ფიქრები,
დედის გულია ყველაზე წმინდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი