მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც
ქალი მაგონებს ვარდისფერ მაისს, აყვავილებულს ფერად მძივებად; მაგრამ, ისე ერთი, სულ სხვაა მაინც, ნორჩი სიცოცხლის გამოღვიძება; ქალი მაგონებს ოქროსფერ დაისს - მზე, ცის მნათობთა ტურფა რჩეული; მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც, მარად ყველასგან გამორჩეული; ქალი ყვავილთა ნაზი სუნთქვაა და სურნელება დაუვიწყარი; მაგრამ, ის ერთი, მაინც სულ სხვაა, წმინდა, უმანკო და საფიცარი; ქალს არ აკლია ურვაც და ვაიც და რა ტკივილი არ შეხვედრია; მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც, ცრემლი და დარდი მისი ხვედრია; სანუკვარია ცოლიც და დაიც, მანდილოსანთა მთელი კრებული; მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც, ხშირად ყველასგან დავიწყებული; ქალის ბუნება კაცთა რისხვაა, ხშირად ქარცეცხლის დამანთებელი; მაგრამ, ის ერთი, მაინც სულ სხვაა, მარად ყველაფრის მიმტევებელი; ქალი, რომელიც სულს დათმობს ჩვენთვის და თვით სიცოცხლეც გაუმეტია; ღმერთი არ არის, მაგრამ ყოველთვის ყველა სულმდგმულზე ბევრად მეტია; ქალი მაგონებს ბრწყინვალე აისს, იასამნების გამოღვიძებას; მაგრამ, ის ერთი, სულ სხვაა მაინც და სულ სხვა არის მისი დიდება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი