მე რომ მოვკვდები...
მე რომ მოვკვდები, მოვკვდები ჩუმად, არ შეგაწუხებთ ზემდეტი სიტყვით; არ მოგიმატებთ სევდიან ცრემლებს, "მშვიდობით" მეთქი – წასვლის წინ ვიტყვი; მე რომ მოვკვდები, მოვკვდები მშვიდად, არ მივეცემი სასოწარკვეთას; სადაც უფალი მიმიჩენს ადგილს, კრძალვით მივიღებ ღმერთის დაკვეთას; მე რომ მოვკვდები, მოვკვდები უხმოდ, ტკივილს დავმალავ საბნის უბეში, რომ ჩემი წასვლით არ მოგიმატოთ ცხელი ცრემლები თვალის უპეში; მე რომ მოვკვდები, მოვკვდები წნარად, სიკვდილს შევხვდები კრძალვით და რიდით; ის ჩემი მტერი არ გახლავთ სულაც, უფალთან, გახლავთ, მიმყვანი ხიდი; მე რომ მოვკვდები, მოვკვდები ლაღად, ბაგეგახსნილი და დიდებული, რათა როდესაც აღარ ვიქნები, დამიმახსოვროთ გაღიმებული; განა სიკვდილი მაშინებს რამით, ვიცი, პასუხი რომ უნდა მეგო; მე მხოლოდ სულის სასჯელი მტკივა, ჩემი ცოდვების გამო რომ ერგო; სადარდებელი ერთი მაქვს მხოლოდ (სხვა დანარჩენი რაც გინდა მჭირდეს) – ნეტა სიცოცხლე თუ ღირდა ჩემი, რომ ამის შემდეგ სიკვდილი ღირდეს?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2025
@ კონტაქტი
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)