ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!


კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!
 
როცა ქვეყანა გაივსო შურით, ბოღმით და ღვარძლით,
როდესაც უკვე არ ფასობს სათნოება და ღვაწლი;
განკითხვა, ლანძღვა–გინება დღეს ტრადიცია გახდა,
ერი ჭაობში ეფლობა, წაიბილწა და წახდა;

კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!

სოდომისტები მომრავლდნენ, მარშს გვიმართავენ თვალწინ,
კაცმა ქალობა დაიწყო, ქალი გამხდარა კაცი;
ურცხვად დადიან ქუჩებში უკანალების ქნევით,
გადააქოთეს ქვეყანა უღირსი, ბილწი ქცევით;

კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!
 
ქალმა ქალობა დაკარგა, უმანკოება კვდება,
მოკლე კაბაზე გაცვალა სათნოება და კდემა;
უბიწოება ქალისა დასაცინიც კი გახდა,
ბოზობა არის მოდაში, გაშიშვლება და გახდა;

კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!

კაცი კაცს აღარ ემსგავსა, მუქთახორობით წახდა,
დაჩმორებული, მშიშარა და უნიათო გახდა;
ათასი გადამთიელი ქართულ ღირსებას თელავს,
თუმც რეაქცია არა აქვს, საკუთარ თავზე ღელავს;

კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!

დღეს ბორდელებით გაივსო სისხლით ნარწყავი მიწა,
ჩვენსავე ქალებს ბილწავენ, ჩვენი მტერია ვინცა;
თუმც ვინც ვერ გუობს, ხმას იღებს, მას ექცევიან ისე,
თითქოს ის იყოს მტერი და მასვე იჭერენ ისევ;

კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!

უკვე უფალზეც აღმართეს ბინძური ენა, ხელი,
ქრისტიანობა გამხდარა დასაცავადაც ძნელი; 
ეშმაკის მოციქულები აბრახუნებენ კარზე,
ქრისტეს ებრძვიან ბრიყვნი და ისევ აკრავენ ჯვარზე;

კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!

ვაიმე, ჩემო ქვეყანავ, რას დაგამსგავსეს ნეტა,
დაგაბეჩავეს, დაგწიხლეს, რას გავხარ ვეღარ ხედავ?
გარეულ მტერთან რა გინდა, შინ გყავს გველების ხროვა,
გამოღვიძე, აღსდექი, გეყოფა ძილი, დროა;

კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!

არა, არ მინდა ასეთი მე ქართველობა ძმაო,
წინაპრის ძვლებს და საფლავებს აბა რა ვუთხრა, რაო?
ისევ სიკვდილი მირჩევნის ამ სამარცხვინო ყოფას,
სჯობს წარსულშივე დამტოვოთ, ასეთ უმსგავსო მყობადს;

კაი, თუ ძმა ხარ ერთი, ნეტა ვის ახსოვს ღმერთი?!

შენ გევედრები, ქართველო, თითზე სათვლელო ცალად,
აღსდეგ, დავუდგეთ სამშობლოს ისევ, მცველად და ფარად;
თორემ გავქრებით მტვერივით, ვეღარ ვიპოვით ალაგს,
დედა ღვთისმშობლის მიწა კი დარჩება თურქს და არაბს;

გამოიღვიძე, თუ ძმა ხარ, და გაიხსენე ღმერთი !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი