სიმღერა სიყვარულზე


რა არისო სიყვარული? – ხშირად გამიგონია,
ზოგს კეთილად ესახება, ზოგსაც ავი ჰგონია;
ხან სიგიჟეს ეძახიან, დაუკარგავთ გონია,
ეს ამდენი ხალხი ასე როგორ დაუმონია?

მისამღერი
სიყვარულის სნეულება არასოდეს არ რჩება,
მხოლოდ გული გაუხსენი, შემოვა და დარჩება

იქნებ, სულაც, სიყვარული ერთი დიდი ნაკლია?
ერთმანეთი ენატრებათ, ერთმანეთი აკლიათ;
მე კი ვფიქრობ, წყალობაა, უფლის დიდი მადლია,
რადგან თავად ღმერთი გახლავთ სიყვარულის ნათლია;

მისამღერი:
სიყვარულის სნეულება არასოდეს არ რჩება,
მხოლოდ გული გაუხსენი, შემოვა და დარჩება

საკითხავი აქ რა არის, განა რამე რთულია?
უსასრულო გახლავთ ღმერთი, უნაკლო და სრულია;
სიყვარული სიცოცხლეა, სიყვარული სულია,
თავად ღმერთი გახლავთ იგი, ღმერთი – სიყვარულია.

მისამღერი:
სიყვარულის სნეულება არასოდეს არ რჩება,
მხოლოდ გული გაუხსენი, შემოვა და დარჩება

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი