მე ვარ, იცოდე
იმ გაზაფხულის პირველი კვირტი მახარობელი, პირველი ვარდი სიყვარულისკენ რომ მოგიწოდებს; იასამნების მძაფრი სურნელი დამათრობელი მე ვარ, იცოდე; ჟუჟუნა წვიმის ათრთოლებული პირველი წვეთი, შენს წამწამებზე დავანებული თავს რომ იწონებს; დილის ბურუსში მზის ათინათის პირველი სვეტი მე ვარ, იცოდე; წყაროს კისკისი თუ გაგიღვიძებს გრძნობას და სურვილს, ცისარტყელებით დაწნულ სიყვარულს გამოგიწოდებ; ის ნაკადული, შენ რომ მოგიკლავს ვნებიან წყურვილს მე ვარ, იცოდე; ...და თუ როდესმე გული გქონია დარდით მტირალი, არ მაპატიებს მე არასოდეს ღმერთი იმ ცოდვებს; ყოველი ცრემლი შენი თვალიდან დანადინარი მე ვარ, იცოდე; შენთვის ვარსებობ და შენთვის ვსუნთქავ, შენთვის ვიცოცხლებ, შენზე ძვირფასი რა გამაჩნია?...და რომ ვიცოდე, ჩემი სიკვდილი გაგიხანგრძლივებს ოდნავ სიცოცხლეს, ის ბედნიერი ზვარაკი მაშინ მე ვარ, იცოდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი