ლელას
ლ ურჯი ზღვის პირას ნაზად ფარფატებს თეთრი თოლია, ე ალერსება მას პაწაწინა ოცნების გემი; ლ ამაზ ფიქრებში თუ ჩაიძირა, ასე მგონია, ა რ შემშურდება, შენც ხომ ლამაზი ფიქრი ხარ ჩემი; ჩ ემი ტკივილის და სიხარულის თანაზიარი, ა ლისფერ სხივად ჩემს სიცოცხლეში შემონათება; ჩ უმად ვოცნებობ, არ მოგაყენო რამე ზიანი, ა რ დამეფანტოს შენი ღიმილი ათინათებად; ნ ეტავ რად მინდა, თუნდაც მაჩუქონ ქვეყნიერება? ი ს მირჩევნია, შენს გვერდით ვიყო, სხვაგან მეფობას; ძ ვირფასო ჩემო, მე სხვა არ მინდა ბედნიერება, ე რთხელ მიყვარხარ და სიკვდილამდე ესეც მეყოფა. *** ქალო, სხვისი გვარისაო, მარგალიტო ქარვისაო, ტკბილბადაგო ვაზისაო, მსგავსო ტურფა ვარდისაო; გულის ფეთქვავ ქმარისაო და სინათლევ თვალისაო, დარო მზის და მთვარისაო, ქალო, სხვისა გვარისაო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი