ნატოს


ნ  ეტა ვიცოდე, რას შევადარო შენი მშვენება,
ა  რ მეგულება ამ ქვეყანაზე შენი სადარი;
ტ  ურფა ყვავილთა მთელი სამყაროც ვერ შეგედრება,
ო  ც საუკუნეს არ შეუქმნია შენი ბადალი;

ფ  ერად სიზმრებშიც ვერ ვინატრებდი ტურფა ფერიას,
ა  ნგელოზების დარი მიბოძა ღმერთმა ასული;
ჩ  ემი სიცოცხლე შენს არსებობას დაუმშვენია,
უ  საღვროდ მათბობს შენი სინათლე ცამდე ასული;
ა  სჯერ რომ მომცეს ღმერთმა სიცოცხლის ისევ უფლება,
შ  როშანთა შორის სად ვიპოვიდი ვარდზე უმეტესს?
ვ  იცი, ოცნებაც რომ შემისრულდეს ყველა, უკლებად,
ი  ცოდეს ღმერთმა, ვერ ვინატრებდი შენზე უკეთესს;
ლ  ამაზ სიზმრებშიც მე ვეღარ შევძლებ, ვერ შევაფასებ
ი  მ დღეს, როდესაც შენ დაიბადე ამ ქვეყანაზე.

***

ფერია ხარ ჩემი გულის, ანგელოზებს როგორ ჰგავხარ;
ღმერთმა ნატვრა ამისრულა – სანაქებო შვილი მყავხარ;
სიხარული უფრო დიდი მომანიჭოს მეტი რამა?!
ჩემო გულო, ჩემო სულო, გენაცვალოს შენი მამა !!!

***

მე არ ვიცი, დედის გულის ვარდი ხარ თუ ია ხარ,
მე ის ვიცი, რომ ძალიან გაფასებ და მიყვარხარ;
მე ის ვიცი, რომ სუნთქვა ხარ, გულის ფეთქვა მამისა,
სიცოცხლე და სიხარული ჩემი ყველა წამისა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი