მამა გაბრიელო
მამა გაბრიელო, მამა გაბრიელო,
სულით უტკბილესო, გულით გემრიელო,
ნაღვაწ–ნაჯაფარო, გაწამ–გატანჯულო,
ერის სიყვარულში სრულად დახარჯულო;
ზეცის საუფლოში სანთლად ანთებულო,
ხალხში სიყვარულის ცეცხლად დანთებულო,
ჩვენი სიყვარულის ღმერთთან ამზიდველო,
ყველას მოყვასო და ცრემლის გამწმინდელო;
თუმცა არასოდეს, არსად მინახიხარ,
მაინც ჩემი სულის წმინდა ვენახი ხარ,
ღვთისგან მოვლენილო, სულო ხვავრიელო,
ჩემო უტკბილესო მამა გაბრიელო !!!
***
ვით ღვინო არ ჰგავს წყალსა შეფერილს,
ისე ლექსებიც არ გგავს დიდებით,
რადგან ისეთებს, შენ რომ შეგფერის,
ვერავინ შექმნის ვერასდიდებით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)