მამა გიორგი ბასილაძე


მ ადლშემოსილო ტკბილო მოხუცო, გთხოვ ნუ შემრისხავ, 
ა სე ცოდვილმა რადგან გავბედე შენი დიდება;  
მ აგრამ დრო მოვა და შენი მადლი თავად ღმერთისგან  
ა სი ათასჯერ უფრო ძლიერად გამობრწყინდება;  

გ ადიდებ მარად, სანამ სიკვდილით შევიმოსები,  
ი ავნანასებრ რომ შემაყვარე სიტყვა უფლისა; 
ო თხივე მხრიდან შემოგხვევიან ანგელოსები,  
რ ადგან გული გაქვს მოსიარულე სიყვარულისა; 
გ ახაროს ღმერთმა, ვით შენ ახარებ მრავალთა სულებს,  
ი ესო ქრისტეს ზღვა სიყვარულით რომ გიძგერს გული;

ბ ევრს უნაწილებ ღვთიურ სითბოს და სიყვარულს ულევს,
ა ლერსით გვათბობს ყოველი სიტყვა შენს მიერ თქმული;
ს ამი მთავარი აცოცხლებს, მარად, წამოსულს შენგან:
ი მედი, რწმენა და სიყვარული – ძლიერი, წრფელი;
ლ ოცვა ყოველი აგსრულებოდეს მარად და ყველგან,
ა ნგელოსების დარი ხარ ჩვენთვის, ციური მხსნელი;
ძ ლიერ მიყვარხარ, წმინდანო ჩვენო, ღმერთის რჩეულო,
ე რის ღირსებავ, მარად ყველასგან გამორჩეულო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი