მამული, ენა, სარწმუნოება
მ ა მ უ ლ ი ღვთისგან ნაკურთხი, მზიური მინდორ–ველითა, ა თასჯერ სისხლით მორწყული ურჯულოების ხელითა, მ ადლით მოსილი ედემი, ლურჯი ზღვითა და მთებითა, უ ამრავ მტრისგან დაცული სისხლით, ოფლით და ცრემლითა, ლ ამაზი, ერი გულადი, თუმცა ნატანჯი ბევრითა, ი ესოს ჯვარის მტვირთველი რწმენით და მორჩილებითა; ე ნ ა საამო, მზიანი, უნაკლო ასო–ბგერითა, ნ ეტარი, ტკბილი ბადაგი, ნაწური ყურძნის მტევნითა, ა თასჯერ ცეცხლში ნაწრთობი, მაგრამ მოსული ქებითა; ს ა რ წ მ უ ნ ო ე ბ ა დაცული, ხშირად ტანჯვით და გვემითა, ა სი ათასი მოწამით და უამრავი მსხვერპლითა, რ უსთველის საგალობელით და თამარ მეფით ბრძენითა, წ მიდა გიორგის მხარდამხარ უსჯულოების ძლევითა, მ იწა წილხვედრი, დაცული ღვთისმშობლის საფარველითა, უ ფლის უსაზღვრო იმედით, სიყვარულით და რწმენითა, ნ ატანჯი გზებით მოვსულვართ, ჯვარი გვიზიდავს მხრებითა, ო ჰ, ღმერთო ჩემო, ძლიერო, ამას გთხოვ გულით წრფელითა, ე რთი ცოდვილი ქართველი გემუდარები ცრემლითა : ბ ერი და ერი გვიკურთხე, გვაშორე ურწმუნოება, ა გვიღორძინე მამული, ენა და სარწმუნოება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი