იესო ქრისტე


ი ესო ქრისტე ერთადერთია!
ე ნდე, გაყევი,ნუ განიხილავ!
ს იყვარული ხომ თავად ღმერთია?!
ო ღონდ ირწმუნე და შენც იხილავ;

ქ არტეხილებში გაგიყვანს მშვიდად,
რ ბილად დაგიფენს ხალიჩებს ფერხთან,
ი მედს და რწმენას დაგიგებს ხიდად,
ს იყვარულს კიბედ, ასასვლელს ღმერთთან;
ტ კბილად შეგარგოთ სისხლი უფლისა,
ე სრეთ ყველასთვის ჯვარსგაკრულისა!!!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი