რწმენა, იმედი და სიყვარული
სევდა, ტკივილი მუდამ იქნება, მაგრამ იქნება სიცილიც, ლხენაც, ოღონდ ნურასდროს დაგავიწყდება, რომ მთავარია, გაგაჩნდეს რწმენა; უსამართლობა თავს არ გვავიწყებს, მაგრამ დავჯაბნით ბოროტს სიკეთით, ოღონდ არასდროს არ დაგავიწყდეს, რომ მთავარია, გქონდეს იმედი; შურს ნურასოდეს გაეკარები, არ მოგანიჭებს მტრობა სიხარულს, მხოლოდ ამას გთხოვ, გემუდარები, ფართოდ გაუღე გული სიყვარულს; ...და ნუ გაიხდი ნურაფერს კვეხნად, რადგან ყველაფერს აქვს დასასრული, მხოლოდ სამია მთავარი ქვეყნად: რწმენა, იმედი და სიყვარული; რწმენას სიკვდილიც ვეღარ გასტეხავს, იმედს ბორკილიც ვერ მოერევა, ...და სიყვარულით სავსე არსებას ძალა არასდროს გამოელევა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი