სევდიანი ლექსი


საოცარია კაცთა ცხოვრება,
სავსე მრავალი დარდით თუ ლხინით,
ხან სიხარულით გვითრთის გული და 
ხან ტანჯვისაგან ვკვნესით და ვტირით;

განსაცდელთაგან დაქანცულები  
შვებას და ლხენას უფლისგან ვითხოვთ,
რად გვივლენს ღმერთი ტკივილს და სევდას,
ჩვენ ხომ ამაზე  ნაკლებად ვფიქრობთ ?

ადამიანთა საზომით ვზომავთ, 
ვერ გაგვიგია ქვეყნად  მთავარი –
ყოველი დილა გათენებული 
ღვთის სიყვარულით არის გამთბარი;

საოცარია, მაგრამ ცრემლიც კი,
ჩვენი თვალიდან ჩამომდინარი,
ღმერთს ისევ ჩვენთვის მოუგონია,
სიყვარულიდან გამომდინარი;

ჩვენ კი, უგნურებს, ფიქრიც არ გვინდა,
უფალს ავკიდეთ მძიმე ლოდები,
მან დაგვიამოს ყველას ტკივილი 
და მოგვიტევოს ყველას ცოდვები;

როცა ლხინით გვაქვს გული აღსავსე,
როცა ვერთობით მხიარულებით,
ნეტა ვის ახსოვს ღმერთი, თუ ძმა ხარ,
ნეტა ვის ახსოვს უფლის წყლულები?

მაგრამ, როგორც კი მოგვაკითხავენ,
თუნდაც სულ მცირე განსაცდელები,
მაშინ ვიხსნებთ უფალს წყენით და 
მასვე ბრალდება ჩვენი ცრემლები;

მისგან მოვითხოვთ ხსნასა და შვებას,
არ გვახსენდება ცოდვილი სული,
მაგრამ თუ ღმერთმა სხვა მხრივ განსაჯა,
საყვედურებით გვევსება გული;

გასაოცარი იცით რა არის?
იცით რა არის გასაკვირველი?
უფალი ღმერთი მარადიული,
უზენაესი, თავდაპირველი,

არ გვიბრაზდება უგნურთა მოდგმას,
თუმცა ცრემლი აქვს მუდმივად თვალზე
და მერამდენედ, უკვე, ჩვენს გამო 
თავისი ნებით ეკვრება ჯვარზე;

პასუხი ჩვენი უღმერთობისთვის,
უცოდველს ნეტავ რად უნდა ეგო?
მაგრამ უჩუმრად კვლავ ითმენს სასჯელს,
ჩვენი ცოდვების გამო რომ ერგო;

...და მაცხოვარი სისხლად დაცლილი,
თვალცრემლიანი იტანს მარწუხებს,
რადგან საკუთარ ტკივილზე მეტად 
ჩვენი მრავალი ცოდვა აწუხებს;

ამპარტავნება, უმადურება 
და გულგრილობა გულს უკლავს უფალს,
განა ვცდილობთ კი ისე ვიცხოვროთ,
როგორც ცაბაოთს მოსწონს და უყვარს?

ღმერთი კი ცდილობს, დაუღალავად,
ჩვენს ცხოვრებაში შეცვალოს რამე,
უჩუმრად გვაცლის ხიფათს და ხაფანგს,
რომ მშვიდად ვყავდეთ დღეცა და ღამეც;

მაგრამ უგნურნი ვერ ვგრძნობთ და ვხედავთ,
რამდენჯერ მოდის უფალი ჩვენთან,
დაბინდული გვაქვს გონება, რადგან 
თვით გული ჩვენი არ არის ღმერთთან !

...და მხოლოდ მაშინ, როდესაც სული 
ამაო სოფელს განერიდება,
 სინანულითღა ვხვდებით, რომ უფლის 
სიყვარულშია ჭეშმარიტება !!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი