უფალო, იესო


უფალო, იესო, მომეცი უფლება,
ვნანობდე ისე,რომ დავკარგო გონება;
რომ ჩემი  ყოველი ვნება და ცდუნება
დასწვას და დაბუგოს ცრემლმა და გოდებამ;

უფალო, იესო, მომეცი უფლება,
გმადლობდე ისე, რომ დავკარგო გონება;
რომ მარად ვადიდო ღვთის ძალაუფლება,
რომ მარად შენ მყავდე ნატვრად და ოცნებად;

უფალო, იესო, მომეცი უფლება,
მიყვარდე ისე, რომ დავკარგო გონება;
რომ ჩემი ფიქრები, ყოველი უკლებად
შენს სახელს ლოცავდეს სულ, მთელი ცხოვრება.

უფალო იესო, მომეცი უფლება,
ვნანობდე, გმადლობდე, მიყვარდე ულევად!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი