რას ვინატრებდი ყველაზე მეტად


† † †

რას ვინატრებდი ყველაზე მეტად? – მკითხავდნენ ნეტავ,
დაუფიქრებლად ვუპასუხებდი:– შეხვედრას ღმერთთან;
სიკვდილს ვინატრებ, ღმერთო შემინდე, ამას რომ ვბედავ,
სიკვდილს უფლისთვის, სულის დადებას იესოს ფერხთან;

"ეძიებდეთო ქრისტესთვის სიკვდილს" – დიდ მეფეს უთქვამს.
ნეტავ ასეთი, შემიჩერებდეს, სიკვდილი სუნთქვას ;
სხვა ნატვრა არ მაქვს ამაზე მეტი, არა მინდაო,
უფალო მამავ, ძეო ღვთისავ და სულო წმიდაო !!!

რას ვინატრებდი ყველაზე მეტად? იცოდეთ ნეტავ –
ჩემი უღირსი, ცოდვილი სულის მიტანას ღმერთთან !!!


† † †

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი