წმიდაო გიორგი
წმიდაო გიორგი, მფარველო უტკბესო, სამშობლოს გავედრი, ცოდვილი ქართველი; ცხოვრება დაგვიდგა უღმრთო და უწესო, სიკეთე არ დაგვრჩა თითებზე სათვლელი; რწმენით და იმედით ათასჯერ დაცული, ხელიდან გვეცლება ედემი პატარა; წმინდანო უმზესო, გვიკვდება მამული, უფალი ტირის და ხარხარებს სატანა; შენა ხარ მარადის იმედი ქართველთა, მხსნელი და მეოხი, წმინდანი მფარველი; რწმენით მიგვიყვანე კვლავ უფლის კარებთან! ამას გთხოვ, მეც ერთი ცოდვილი ქართველი; მჯერა, რომ მიუზღავ ბოროტსაც საკადრისს, ვერ გაგვწყვეტს სატანა, უფალის სუფევსო! შენს სახელს ვადიდებთ კვლავ, აწ და მარადის, წმიდაო გიორგი, მფარველო უტკბესო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი