წმიდაო სამებავ...
ცხოვრება დაგვიდგა უღვთო და ურჯულო, სულსა და გონებას სიბილწით ვრყვენთ; შენს სახელს ვახსენებთ ურცხვად და უგულოდ, წმიდაო უფალო, შეგვინდვენ ჩვენ! არ გვიყვარს მოყვასი, არც ღმერთი მაღალი, სიკეთე არ გვახსოვს, ბოროტსა ვქმენთ; მოგვმადლე გულები წრფელი და მართალი, წმიდაო ძლიერო, გვიწყალენ ჩვენ! შენა ხარ მზრუნველი მამა და მშობელი, შენს მოსიყვარულე შვილებად გვქმენ; უშენოდ მწარეა ეს წუთისოფელი, წმიდაო უკვდავო, გვაკურთხენ ჩვენ! გთხოვ, შენს სიყვარულში კვლავ გაგვაძლიერო, მოშიშნი, მდაბალნი, ერთგულნი გვყვენ; წმიდაო უფალო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, გვაცხოვნენ ჩვენ!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი