უფალო
ღმერთო, არა ვარ უბრალო, არ ვიცი, რისთვის გინდივარ; რაც მე ცოდვა მაქვს,უფალო, ასჯერ სიკვდილის ღირსი ვარ; მადლს და სიკეთეს რომ მწყალობ, ამდენი ცოდვის მხედავი; ასე ძალიან, უფალო, რისთვის გიყვარვარ, ნეტავი? ჯვარზე გაგაკრეს უბრალო, არც კი იცოდნენ, რისთვისა; არა ვარ ღირსი, უფალო, შენგან დაღვრილი სისხლისა; მე შეგილახე ღირსება ჩემი ცოდვებით ყოველით; შენ კი კვლავ მაძლევ იმედს და ისევ შენს მოსვლას მოველი; სიცოცხლის ღირსიც არა ვარ, რაც მოგაყენე იარა; მხოლოდ სასჯელის ღირსი ვარ, შენი წყალობის კი არა; ვაი, ჩემს უგუნურებას, ვერ დავინახე მთავარი – შენს სიყვარულს და წყალობას რომ არ ჰქონია საზღვარი; შენთან ლაპარაკს ვერ ვბედავ (სიცოცხლე გადის ლოდინში); მხოლოდ სამ სიტყვას შეგბედავ: გმადლობ, მიყვარხარ, ბოდიში !
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი