უფრო მეტი
არც ოქრო–ვერცხლი მიბნევს გონებას, არც სიმდიდრეზე მებმევა ენა, არ მინდა მქონდეს დიდი ქონება, რადგან ამაზე მეტი მაქვს – რწმენა; არც ჯანმრთელობას ვისურვებ ბედად, დღეგრძელობაა ჩემთვის მცირედი, არც ერთს ვინატრებ რამეზე მეტად, რადგან მეტი მაქვს უფრო – იმედი; ბედნიერება ვის არ სწყურია და სანატრელი როგორ არ არის, მაგრამ არ ვნატრობ, რადგან მეტი მაქვს – სიყვარულია უფრო მთავარი. არ მინდა, ღმერთო, იღბალი, ბედი, ბედნიერება, სიმდიდრე, ფული, რადგან მიბოძე ათასჯერ მეტი – რწმენა, იმედი და სიყვარული . დიდება შენდა, ღმერთო!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი