წმიდაო ნიკოლოზ


წმიდაო ნიკოლოზ, სასწაულმოქმედო, 
შენს ხატთან უჩუმრად მდგომარე ქართველი,
მე, ყოვლად ცოდვილი და ყოვლად უღირსი,
შენდობას არა გთხოვ, შენდობას არ ველი;

სამშობლოს გავედრი, დაღლილს და დაქანცულს, 
მრავალჯერ გაყიდულს, მრავალჯერ დაცემულს,
ევედრე მაცხოვარს – კეთილს და მოწყალეს, 
ყველასთვის ჯვარსგაკრულს, ყველასთვის წამებულს;

დაგვინდოს, შეგვინდოს ცოდვები მრავალი,
შეგვიშროს ცრემლები, გაგვილღოს გულები; 
ჩვენი გზა ერთია – უფლისკენ სავალი
და ამ გზას მივყვებით ტანჯული სულები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი