მამა გაბრიელს
კვნესის, ტირის ცხარედ ჩემი საქართველო,
ისევ დაჩოქილი, ისევ ჩაწიხლული,
ურცხვად თარეშობენ კაცნი ურჯულონი,
ღმერთის მგმობელები, სულით გაყიდულნი;
მხოლოდ ქრისტეს ჯვარი თუღა გადაგვარჩენს,
უკვე მერამდენედ, ღმერთის მოწყალება,
მამა გაბრიელო, ჩვენო სასოებავ,
უფალ ღმერთს ევედრე ჩვენი შეწყალება !!!
***
მამა გაბრიელს ვუსმინოთ, უწმინდესს ჭურჭელს უფლისა,
მისი სიტყვები შესარგი, ვითარც ბადაგი ყურძნისა;
ამაო არის ყოველი ამ ცხოვრებისა კრულისა,
„ჭეშმარიტება კი გახლავთ უკვდავებაში სულისა“.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)