გარდაცვლილ ახლობლებს გავედრი, უფალო


გარდაცვლილ ახლობლებს გავედრი, უფალო,
შეუნდევ ცოდვები, მოგმართავ ვედრებით !
წამია სიცოცხლე, სასტიკი, ამაო, 
რამდენი დატოვა სიკვდილმა ცრემლები;

შემინდევ უგუნურს, ცოდვილს და უბედურს,
რამდენჯერ შევბღალე მე შენი სახელი;
როდესაც მოვკვდები, ეჰ, ვინმემ ჩემთვისაც 
დაანთოს იქნება თუნდ ერთი სანთელი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი