რკინა და ოქრო
თვის ხატად შექმნა უფალმა, ყოველი ადამიანი, მაგრამ ზოგი თუ რკინაა, ზოგი ოქროა მზიანი; რკინა ყოველთვის ჟანგდება, წყალშიც, ჰაერზეც, მიწაშიც, ოქრო კი ყველგან ოქროა, ქარშიც, თოვლშიც და წვიმაშიც; განა სხეულით ფასდება რაობა ადამიანის, სულია მასში მთავარი, ნათელი, ღვთივმადლიანი; არცერთი კაცი ამქვეყნად მუდმივ ბინადრად არ რჩება, სული უფალთან ავა და სხეული მიწას დარჩება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი